გაერო პალესტინალებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით გამოდის

გაერო პალესტინალებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით გამოდის

1663038
გაერო პალესტინალებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით გამოდის

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ (UNRWA), დონორ ქვეყნებს მოუწოდა,  164 მილიონი დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარება გამოუყონ პალესტინას, რომელიც გასულ თვეში 11-დღიანი საჰაერო დარტყმების შემდეგ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უნდა იქნეს გამოყენებული.

გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა ტრადისიულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დღევანდელი მოწოდება მოიცავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებს, რომლებიც, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ (UNRWA) ღაზაში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული კვლევევბის შედეგად დადგინდა. სააგენტომ კვლევები ხსენებულ რეგიონებში 10-31 მაისს შორის ჩაატარა. ორგანიზაციის მოწოდება იმის თაობაზე, რომ ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში არსებული ზარალის დაუყონებლივ აღმოფხვრა მოხდეს, საჭიროა 164 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა.“  

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ 10 მაისს ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორზე დაწყებული შეტევები 21 მაისს დასრულდა, ჰამასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად.

ამ ხნის განმავლობაში, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 254 პალესტინელი, მათ შორის 66 ბავშვი და 39 ქალი დაიღუპა, 1948 დაიჭრა, ათასობით შენობა კი მთლიანად განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები