ამერიკამ ავღანეთიდან გასვლის 50 პროცენტი დაასრულა

ამერიკამ ავღანეთიდან გასვლის 50 პროცენტი დაასრულა

1663359
ამერიკამ ავღანეთიდან გასვლის 50 პროცენტი დაასრულა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ჯარების ავღანეთიდან გასვლა 50 პროცენტამდე დასრულდა.

მას შემდეგ რაც, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  11 სექტემბრის თავდასხმების წლისთავამდე  ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება, გასულ თვეებში დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება.

 „პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან გაიყვანა დაახლოებით 763 C-17 თვითმფრინავი, ხოლო 14 790 ცალი აღჭურვილობა გადაეცა თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტოს განადგურების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში „ახალი ატონიკის“ (New Atontik) სამხედრო ბაზა გადასცა ავღანეთის ეროვნულ არმიას. ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთიდან გასვლა 50 პროცენტამდე დასრულდა და ეტაპობრივად გრძელდება“, ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება გაყვანილი ჯარისკაცების რაოდენობას, ამ დროისათვის არ დასახელებულა.


საკვანძო სიტყვები: #გასვლა , #ავღანეთი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები