ავღანეთის პრეზიდენტი 25 ივნისს აშშ-ს ეწვევა

ავღანეთის პრეზიდენტი 25 ივნისს აშშ-ს ეწვევა

1662099
ავღანეთის პრეზიდენტი 25 ივნისს აშშ-ს ეწვევა

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა 25 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევიან.

თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულას თეთრ სახლში მიიღებს.

შეხვედრაზე, ამერიკის ჯარების ავღანეთიდან  გაყვანის პროცესი და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა მრავალი საკითხის განხილვა მოხდება.


საკვანძო სიტყვები: #ჯო ბაიდენი , #აშშ , #აშრაფ ღანი

მსგავსი ინფორმაციები