ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკასთან ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკასთან ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

1660581
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკასთან ურთიერთობებზე განცხადებას აკეთებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, მისი ქვეყანა აშშ-სთან როგორც ‘დიალოგის, ისე კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს’.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ ინი ქვეყნის მმართველი  „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე ვაშინგტონის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესახებ იმსჯელა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან როგორც დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის მზად უნდა იყოს, თუმცა განსაკუთრებით სრულყოფილად დაპირისპირებისთვის უნდა იყოს მზად.

კიმ ჩენ ინი ასევე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ‘მძაფრად და სწრაფად’ მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ მოვლენაზე და მიმართავს ძალისხმევას კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილურობის დასამყარებლად.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს გამართულ, G7-ის ლიდერების სამიტზე, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ კორეის ნახევარკუნძული უნდა იყოს მთლიანად ბირთვული შეიარაღებისგან გაწმენდილი. G7-ის ლიდერებმა მაშინ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე, ლიდერებმა კიმ ჩენ ინის ასევე დიალოგისკენ მოუწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები