ძლიერმა წვიმებმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია
7 კაცი დაიღუპა, 50-მდე დაიკარგა
1659710

ნეპალში, კოკისპირული წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ადამიანი კი დაკარგულად არის გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის თანახმად, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 65 კილომეტრში მდებარე სინდუპალჩოკის რეგიონში და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაკარგულად არის გამოცხადებული და რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამავე ინფორმაციებით, მდინარე მელამჩიზე რამდენიმე ხიდი ჩამოინგრა, დაზიანდა მრავალი სახლი და ნაგებობა, დაიტბორა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.