ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“

ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“

1659103
ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, მის ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა.“

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ ინი ქვეყნის მმართველი  „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების და წყალდიდობის კატასტროფების გამო, რომლებიც 2020 წელს განიცადეს, უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. კიმ ჩენ ინიმ ქვეყნის მოსახლეობა  საკვების დეფიციტის შესახებაც გააფრთხილა.

გარდა ამისა, კიმ ჩენ იმმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ შეზღუდვების ზომების განხორციელებას ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად.



მსგავსი ინფორმაციები