ჯანმო: „კოვიდ-19-ის შემთხვევები კლებულობს“

ჯანმო: „კოვიდ-19-ის შემთხვევები კლებულობს“

1658454
ჯანმო: „კოვიდ-19-ის შემთხვევები კლებულობს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევები ბოლო 7 კვირის განმავლობაში იკლებს, რაც ეპიდემიის პროცესში ყველაზე გრძელი ყოველკვირეული შემცირებაა.

მან ამის შესახებ,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს  შტაბ-ბინაში, ტრადიციული ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. გებრეისუსმა, G7 ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  1 მილიარდი დოზა არასაკმარისია რა, მსოფლიო მოსახლეობის არანაკლებ 70%-ის ვაქცინაციისათვის 11 მილიარდი დოზა ვაქცინაა საჭირო.

ჯანმო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციის დროს განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში მკვეთრ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელია, რადგან ის არის რეგიონი, სადაც ვაქცინებზე, ტესტებსა და ჟანგბადზე მცირე წვდომაა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები