ჯანმო მიესალმა შვიდიანის გადაწყვეტილებას

ისინი ღატაკ ქვეყნებს ვაქინებით დაეხმარებიან

1657392
ჯანმო მიესალმა შვიდიანის გადაწყვეტილებას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ ღებრეიზუსმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება G7–ის ქვეყნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ისინი 870 მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინებს უსასყიდლოდ აჩუქებენ გაჭირვებულ ქვეყნებს, თუმცა, მისივე თქმით ეს არ არის საკმარისი და მათგან  უფრო მეტს ელის. ჯანმოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნები, 870 მილიონ დოზას ვაქცინას უშუალოდ გადასცემენ Covid-19 ვაქცინების გლობალურ პროგრამა COVAX-ს და რომ ამ შემოწირულების ნახევარი მაინც,  ამ წლის  ბოლომდე გაკეთდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2022 წელში. ”ჩვენ უფრო მეტი ვაქცინა  გვჭირდება და ისინი სწრაფად უნდა მივიღოთ,” განაცხადა ღებრეიზუსმა



მსგავსი ინფორმაციები