აშშ-ში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

ამერიკის ტეხასის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

1655226
აშშ-ში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

ამერიკის ტეხასის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მიმდინარეობს სამუშაოები ორი გაქცეული თავდამსხმელის დასაკავებლად.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სან ანტონიო-ლაკლენდის ბაზაზე თავდასხმის შედეგად არავინ დაიღუპულა ან დაშავებულა და მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზის ლაკლენდის პოლკოვნიკმა ბრაიან ს. ლოველსმა განაცხადა, რომ ორმა დაუდგენელმა პირმა ბაზის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუხსნა და თავდასხმელების დასაკავებლად გამოძიება გრძელდება.

აღინიშნა, რომ სამხედრო ბაზა მომხდარის გამო გარკვეული დროით ჩაიკეტა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #სამხედრო ბაზა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები