პაკისტანში სარკინიგზო ავარიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანში სარკინიგზო ავარიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1652894
პაკისტანში სარკინიგზო ავარიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო  მონაცემებით დაიღუპა მინიმუმ 38 ადამიანი, დაშავდა 64.

კატასტროფული შემთხვევა სინდის პროვინციაში შემავალ ქალაქ გოტკში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა რა, მეორე მატარებელს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწო.

პაკისტანში არასაკმარისი სასიგნალო სისტემის  და ძველი რელსების გამო მსგავსი უბედური შემთხვევები ხშირად ხდება.


საკვანძო სიტყვები: #სარკინიგზო ავარია , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები