მეკობრეებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს
მეკობრეებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს
1650333
განის სანაპიროზე მეკობრეებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს. ეროვნული მედიის ცნობით, ბენინის რესპუბლიკიდან განას მიმართულებით მიმავალ კორეულ გემს გვინეის ყურეში თავს მეკობრეებმა დაესხნენ. თავდასხმის დროს, მეკობრეებმა გაიტაცეს ეკიპაჟის 4 კორეელი და ერთი განაელი წევრი. განის ნავსადგურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მეზღვაურების გამოსახსნელად ოპერაცია დაიწყეს.