ნიკოლას მადურო კოლუმბიაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ნიკოლას მადურო კოლუმბიაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, კოლუმბიაში მიდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ადამიანების გამო საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა მკაცრად გააკრიტიკა. მადურომ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებეთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კოლუმბიელმა ხალხმა დემონსტრაციების დროს ხოცვა-ჟლეტას განიცდიდა.
„კოლუმბიელი ხალხი უძლურია, 13 ახალგაზრდა მოკლეს ნამდვილი ტყვიებით, 200-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, ზოგის გვამი მდინარეების ნაპირებზე იქნა გადაგდებული. კოლუმბიელი ხალხი თავიანთ დემოკრატიულ უფლებას იყენებს. რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტს, მისი ქმედებები მიუღებელია. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოებამაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს,“ განაცხადა მადურომ.
ცნობისათვის, კოლუმბიის ომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დღემდე 48 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, მრავალი კი დაშავდა.