ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი აღმაჩინეს

H10N3 ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ადამიანში

1649471
ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი აღმაჩინეს

 

ჩინელმა ექიმებმა, პირველად აღმოაჩინეს ადამიანში H10N3 ფრინველის გრიპი. რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის თანახმად, ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ჯიანგსუს პროვინციაში, 41 წლის კაცს, ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს. ამავე ცნობით, დაინფიცირებული პირი  28 აპრილს ცხელების და სხვა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო 28 მაისს პაციენტს,  H10N3 ფრინველის გრიპის ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. კომისიას,  ვირუსის ეპიდემიური თვისებების შესახებ რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაუცია. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს ვირუსი გადადის ადამიანიდან ადამიანზე



მსგავსი ინფორმაციები