ჩაძირულ ნავში დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
160 მგზავრიდან ჯერ-ჯერობით 92 გვამს მიაგნეს

დასავლეთ აფრიკის სახელწიფო ნიგერიაში, 26 მაისს, სამგზავრო ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 92 მიაღწია. ნიგერის შტატის გუბერნატორმა ატიკუ ბაღუდუმ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საძიებო და სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ 16 ადამიანის ცხედარს მიაგნეს და ამით სიცოცხლე დაკარგულთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია. მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 26 მაისს, ხსენებული სამგზავრო ნავი ნიგერის პროვინციიდან ქების პროვინციაში მიცურავდა და 160 მგზავრთან ერთად ტვირთიც გადაჰქონდა, მაგრამ, შუა მგზავრობის დროს იგი ორად გადატყდა და ჩაიძირა
მსგავსი ინფორმაციები

ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება