“ტარზანი“ დაიღუპა

იგი თვითმფრინავის კატასტროფას ემსხვერპლა

1648715
“ტარზანი“ დაიღუპა

თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი ჯო ლარა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ტარზანის როლით, კატასტროფა განიცადა და ტბაში ამოვარდა. სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის შედეგად, თვითმფრინავში მყოფებიდან  არავინ გადარჩენილა. ამერიკული პრესის ცნობით, სმირნა ნეშვილის აეროპორტიდან აფრენილი პატარა კერძო სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ პერსი პრისტის ტბაში ჩამოვარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ 7 ადამიანს შორის ტარზანის როლის შემსრულებელი ჯო ლარა და მისი მეუღლე გვენ შამბლინ ლარაც იმყოფებოდნენ. ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფებიდან არავინ გადარჩენილა და  ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს. მაშველებმა კი ჯერ ჯერობით ტბიდან მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები გამოიტანეს. 1962 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჯო ლარა მუსიკალური კარიერის გარდა მსახიობობდა. ლარას, რომელიც ჰოლივუდის მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა, დიდი პოპულარობა მოუტანა 1989 წლის ფილმმა "ტარზანი მანჰეტენში" და 1996-1997 წლების სერიალმა, "ტარზანი: ეპიკური თავგადასავლები."



მსგავსი ინფორმაციები