ნიგერიაში 100-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მედრესეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი მოსწავლე კი გაიტაცეს

1648722
ნიგერიაში 100-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში, პროვინცია ნიგერში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მედრესეს (სასწავლებელი) რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი მოსწავლე კი გაიტაცეს.

პროვინცია ნიგერის პოლიციის პრესსპიკერის წერილობითი განცხადების თანახმად, პროვინციის რეგიონ ტეგინაში მდებარე სალიჰუ ტანკოს მედრესეს მოტოციკლეტით მისულმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, 1 ადამიანი დაიღუპა, ათობით მოსწავლე კი გაიტაცეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გატაცებული მოსწავლეების რაოდენობა ამჟამად უცნობია, მომხდარის ადგილზე უსაფრთხოების ძალებია გაგზავნილი და მოსწავლეებს გადაარჩენენ. პრესსპიკერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის დროს ასზე მეტი მოსწავლე იქნა გატაცებული.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმების მოტოციკლეტით მოწყობის გამო ზოგიერთ პროვინციაში მისი გამოყენება აკრძალეს.

ნიგერიის პროვინციებში ბენუე, პლატეუ, კაცინა და ზამფარა იანვრიდან დღემდე სკოლებიდან მოსწავლეები რამდენიმეჯერ გაიტაცეს.

ქვეყანაში ბოლოს 20 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა პროვინცია კადუნაში „გრინ ფილდის“ კერძო უნივერსიტეტზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად 16 სტუდენტი გაიტაცეს.

ნიგერიაში სკოლებზე მოწყობილი თავდასხმების გამო ზოგიერთ პროვინციაში სწავლა შეწყდა.



მსგავსი ინფორმაციები