იენს სტოლტენბერგმა ავღანეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იენს სტოლტენბერგმა ავღანეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1647306
იენს სტოლტენბერგმა ავღანეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთში მთავრობა და შეიარაღებული ძალები საკმარისად ძლიერია და მათ ფეხზე დგომა ყოველგვარი საერთაშორის ჯარების დახმარების გარეშეც შეუძლიათ.

მან ამის შესახებ,  პორტუგალიაში საზღვაო წვრთნების დროს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ავღანეთმა გრძელი გზა გაიარა როგორც ძლიერი და ქმედითი უსაფრთხოების ძალების შექმნაში, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლაში. ავღანელებმა ახლა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. რაც შეეხება, ნატოს თითქმის 20 წელია ამ ქვეყანას სტაბილურობის და მშვიდობის დამყარებაში ეხმარება. ავღანეთში მთავრობა და შეიარაღებული ძალები საკმარისად ძლიერია და მათ ფეხზე დგომა ყოველგვარი საერთაშორის ჯარების დახმარების გარეშეც შეუძლიათ,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა, ქაბულსა და თალიბებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოთქვა რა, აღნიშნა, რომ ისინი სამოქალაქო ექსპერტების მეშვეობით ავღანეთის მთავრობის მიმართ მხარდაჭერას გააგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #იენს სტოლტენბერგი

მსგავსი ინფორმაციები