კატარი ღაზას 500 მილიონი დოლარით დაეხმარება

ეს თანხა ღაზას აღდგენას მოხმარდება

1646662
კატარი ღაზას 500 მილიონი დოლარით დაეხმარება

კატარმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ძლიერ დაზარალბული ღაზას რეკონსტრუქციისთვის 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტტერის ანგარიდან განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ-სანიმ. ”ჩვენ გავაგრძელებთ პალესტინელი ძმების მხარდაჭერას და გავუწევთ ყველანაირ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას, რათა მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გზაზე,”  აღნიშნავს ალ სანი. მისივე თქმით, კატარის ემირის, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანის ბრძანებით, ღაზას რეკონსტრუქციას ჯერ-ჯერობით 500 მილიონი დოლარით დაეხმარებიან



მსგავსი ინფორმაციები