ჰასან ნასრულა ისრაელს აფრთხილებს
ჰასან ნასრულა ისრაელს აფრთხილებს
ლიბანური „ჰესბოლას“ ლიდერი სეიდი ჰასან ნასრულა ისრაელს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი, აღმოსავლეთ იერუსალიმის ძველი ქალაქის რეგიონში მდებარე ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმებს გააგრძელებს, შეიძლება რეგიონალური ომი დაიწყოს, რასაც ამ ქვეყნის განადგურება მოჰყვება. მან ამის შესახებ, სამხრეთ ლიბანის ისრაელის ოკუპაციისგან გათავისუფლების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ისრაელელებმა უნდა გაიგონ, რომ ალ-აქსასა მეჩეთსა და წმინდანებზე თავდასხმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში განსხვავდება მათ მიერ განხორციელებული სხვა თავდასხმებისგან. რაც მათ გააკეთეს, ღაზაში ამის პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ. როდესაც წმინდანებს საფრთხე ემუქრება, ხელოვნურ საზღვრებს აზრი არ აქვს. თუ ისრაელი იერუსალიმზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, შესაძლოა ეს რეგიონალურ ომში გადაიზარდოს, რასაც ამ ქვეყნის განადგურება მოჰყვება.“
მან ასევე ამერიკის მხროდან ე.წ. საუკუნის სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რაც ბოლო პერიოდში რეგიონში მოხდა, იმის მაჩვენებელია, რომ ამ გეგმამ ლეგიტიმურობა დაკარგა.