საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს აფრთხილებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს აფრთხილებს

1644469
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს აფრთხილებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანმა ისრაელს მოუწოდა, არაბი მოსახლეობის წინააღმდეგ „აპარტეიდის“ რეჟიმის გამოყენებისგან თავის შორს დაიჭიროს.

ჟან-ივ ლე დრიანმა ამის შესახებ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მომავალში არსებული პრობლემის ორ სახელმწიფოიან ფორმატში მოგვარების გარდა სხვა მიდგომას ისახავს მიზნად, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აპარტეიდის პრობლემა დიდ ხანს გაგრძელდება.  

ჟან-ივ ლე დრიანმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი უნდა განახლდეს და ეს მცირე ნაბიჯებით უნდა დაიწყოს რა, მხარეებს შორის ნდობა უნდა დამყარდეს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის ძველი ქალაქის რეგიონში მდებარე ალ-აქსას მეჩეთზე, ისრაელის მხრიდან  განხორციელებული თავდასხმების გამო ისრაელში მცხოვრები არაბები ამ ფაქტს მკაცრად აკრიტიკებდნენ, რის საპასუხოდაც ისრაელის პოლიცია მათ მიმართ დაკავებებს ახორციელდებდა.



მსგავსი ინფორმაციები