აშშ უმკაცრესად გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას

აშშ უმკაცრესად გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას

1644397
აშშ უმკაცრესად გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენტონი ბლინკენმა, ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის გამო იმ მოტივით, რომ მათ მიიღეს შეტყობინება ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ და თვითმფრინავში მყოფი ბელარუსელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებაზე, მწვავე რეაქცია გამოხატა.

ბლინკენმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითმფრინავის, რომელიც ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის ასრულებდა რეისს, იძულებით მისკში დასმის და თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების გამო, უმკაცრესად გმობენ ბელარუსის ხელისუფლებას.

ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება გააკეთა.

მისივე თქმით, საჭიროა ბელარუსის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის იძულებით დასმის ფართო მასშტაბიანი გამოძიება, პროცესს ახლოდან აკვირდებიან და დაამატა, რომ მხარს უჭერენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უმოკლეს დროში შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები