როდის იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის?

როდის იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის?

1642488
როდის იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის?

ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილე, მუსა ებუ მერზუკი აცხადებს, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული. მან ამის შესახებ, ლიბანურ ტელეარხ el-Meyadin-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული მცდელობები მალე წარმატებით დასრულდება. ვიმედოვნებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე დღეში მიღწეულ იქნება და მხარეებს შორის შეთანხმება საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება“, აღნიშნა მუსა ებუ მერზუკიმ.

მეორეს მხრივ, ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხმა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალები ღაზაზე თავდასხმებს პარასკევამდე დაასრულებენ.



მსგავსი ინფორმაციები