ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

1641212
ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს.

თეთრი სახლის მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა, სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის უფლების მიმართ.

„ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს, რომ ყველა ღონე იხმაროს, რათა უზრუნველყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიმართ და ამ მიზნის მისაღწევად ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ჩართულობის საკითხიც განიხილა,“ ნათქვამია თეთრი სახლის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ განვითარებული მოვლენების მიმართ მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან.



მსგავსი ინფორმაციები