ამერიკის მხრიდან ისრაელისათვსი იარაღის  მიყიდვის დამტკიცებას ილჰან ომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ამერიკის მხრიდან ისრაელისათვსი იარაღის  მიყიდვის დამტკიცებას ილჰან ომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

1641218
ამერიკის მხრიდან ისრაელისათვსი იარაღის  მიყიდვის დამტკიცებას ილჰან ომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენი ქალები ილჰან ომარის მხრიდან.

ილჰან ომარმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და მაშინ, როდესაც ისრაელი ღაზას გამუდმებით ბომბავს და სწორედ ამ პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელისათვის 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა მკაცრად გააკრიტიკა.

ილჰან ომარი თავის განცხადებაში წერს: „ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მაშინ, როდესაც ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და ესკალაცია გრძელდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის 735 მილიონი დოლარის ზუსტი სამიზნეების იარაღის უპირობოდ მიყიდვის დაშვება, შოკისმომგვრელი ნაბიჯია. ამ გაყიდვის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას ძალადობის გაგრძელებისკენ.“


საკვანძო სიტყვები: #ილჰან ომარი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები