სინირლიოღლუ: უსაფრთხოების საბჭოს დუმილი ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების მიმართ მიუღებელია

სინირლიოღლუ: გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დუმილი ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების მიმართ მიუღებელია

1640511
სინირლიოღლუ: უსაფრთხოების საბჭოს დუმილი ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების მიმართ მიუღებელია

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დუმილი ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების მიმართ მიუღებელია.

თურქეთმა წერილობით განცხადება წარადგინა სხდომაზე, სადაც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ განიხილა ისრაელსა და პალესტინას შორის თანდათან გამწვავებული დაძაბულობა და ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას წინააღმდეგ.

განცხადებაში სინირლიოღლუმ დაგმო ისრაელის აგრესია და საჰაერო დარტყმები პალესტინის წინააღმდეგ და სამძიმარი გამოუცხადა პალესტინელ ხალხს უდანაშაულო დაღუპულების გამო, რომელთა შორის ბავშვები და ჩვილებიც არიან.

სინირლიოღლუმ, რომელმაც ისრაელის მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით დააკისრა პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე, განაცხადა, რომ ისრაელი ცდილობდა აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელები გაეძევებინა თავიანთი სახლებიდან  რამაზანის თვეში და ასევე თავს დაესხა პალესტინელებს, რომლებიც ლოცულობდნენ ალ-აქსას მეჩეთში.

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, რომელმაც დაგმო გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციის (UNRWA) ღაზაში მდებარე სკოლებზე თავდასხმა, განაცხადა, რომ ეს ომის დანაშაულია.

სინირლიოღლუმ, რომელმაც ასევე მოუწოდა ისრაელს დაუშვას ღაზაში დევნილი ათასობით პალესტინელისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, აღნიშნა: ”ამ საბჭოს აღარ შეუძლია გაექცეს თავის პასუხისმგებლობას პალესტინის ხალხის წინაშე.”

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”გაეროს მოწოდება ისრაელისა და პალესტინის მიმართ კონფლიქტის შეწყვეტის და ორ სახელმწიფოზე დაფუძნებული პრობლემის მოგვარებისთვის მოლაპარაკებების განახლების შესახებ პოზიტიურია, მაგრამ არ არის საკმარისი ნაბიჯი. გაერომ სასწრაფოდ უნდა დააყენოს დღის წესრიგში ისრაელის მიერ სამოქალაქოების ხოცვა, სახელმწიფო ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაული.”



მსგავსი ინფორმაციები