ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი განცხადებებით დაძაბულობას ზრდის

ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი განცხადებებით დაძაბულობას ზრდის

1638241
ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი განცხადებებით დაძაბულობას ზრდის

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პოლიციის მხრიდან, პალესტინის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი განცხადებებით დაძაბულობას ზრდის.

„ჩვენ ომში ვართ და შეტევას გავაგრძელებთ მთელი ძალით,“ განაცხადა ბენიამნინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის და გენშტაბის უფროსებთან ერთად შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც გაკეთებულ განცხადებებში, ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასის“ საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ  ისრაელის ხალხის უსაფრთხოებას დაიცავენ.

მეორეს მხრივ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის მხრიდან მათი მიმართულებით ნასროლი რაკეტების შედეგად 5 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა. ამის შემდეგ, ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „კედლების დაცვა“ დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსგავსი ინფორმაციები