კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ სანი საუდის არაბეთს ეწვია

კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ სანი საუდის არაბეთს ეწვია

1637875
კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ სანი საუდის არაბეთს ეწვია

კატარის ემირი, შეიხი თამიმ ბინ ჰამედ ალ სანი საუდის არაბეთს ეწვია.

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოს (SPA) ინფორმაციის თანახმად, კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამედ ალ სანს ჯიდაში მდებარე მეფე აბდულაზიზის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დახვდა.

შეიხ თემიმმა და ტახტის მემკვიდრე პრინცმა ჯიდას სელამის სასახლეში შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ძმური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხები და ამ მიმართულებით გატარებული საქმიანობა.

ეს ვიზიტი არის ყურის შეთანხმების შემდეგ კატარის ემირ ალ სანის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში.


საკვანძო სიტყვები: #საუდის არაბეთი , #კატარი

მსგავსი ინფორმაციები