გაერო: "დეაშის მიერ იეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდია"

გაერო: "დეაშის მიერ იეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდია"

1637888
გაერო: "დეაშის მიერ იეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდია"

გაერომ გამოაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მიერ ერაყში იეზიდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდს წარმოადგენს.

გაეროს დელეგაციის ხელმძღვანელმა კარიმ ხანმა, რომელმაც გამოიძია ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მიერ ერაყში ჩადენილი დანაშაულები, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მე-6 მოხსენება წარუდგინა.

ხანმა განაცხადა, რომ მოწმეებისგან, საერთო საფლავიდან მიღებული მტკიცებულებებიდან და დეაშის მყარი დისკებიდან მოპოვებული ციფრული მონაცემებით უამრავი მტკიცებულება მოაგროვეს და რომ საგამოძიებო დელეგაციამ მიიღო ზუსტი და დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები ერაყის სინჯარის რეგიონში იეზიდების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენის შესახებ.

გაეროს ჯგუფმა დაადგინა დეაშის 1,444 წევრი, რომლებმაც ჩაიდინა იეზიდების წინააღმდეგ გენოციდის დანაშაული.

2014 წლის 3 აგვისტოს დეაში თავს დაესხა სინჯარის რეგიონს, სადაც უმთავრესად იეზიდები ცხოვრობდნენ, ბევრი იეზიდი მოკლეს და ქალები და გოგონები დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #გენოციდი , #იეზიდები , #დეაში , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები