კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის გამო დაწყებული აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის გამო დაწყებული აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1634251
კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის გამო დაწყებული აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები მე-6 დღეს გაგრძელდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს ბოლო მონაცემებით 19 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, 846 ადამიანი დაშავდა.

საპროსესტო აქციების ცენტრი შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქ ბოგოტაში ისტორიული,  ბოლივარის მოედანი გახლდათ, სადაც დემონსტრაციები ბანერებით ხელში კიდევ ერთხელ აპროსტესტებდნენ პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ პოლიტიკას.

კოლუმბიის სოციალური ინციდენტების რეაგირების განყოფილების განცხადებით,  პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ბოგოტას ზოგიერთ რაიონში შეტაკებები მოხდა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ასეცე 431 ადამიანიც დააკავეს.

მეორეს მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტებში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

დიეგო მოლანოს განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფები მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფების, „ეროვნული განმათავისუფლებელი არმიისა“ (ELN) და „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) მიერ ფინანსდებოდა.


საკვანძო სიტყვები: #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები