ამერიკა ავღანეთს თანდათან ტოვებს

ამერიკა ავღანეთს თანდათან ტოვებს

1634557
ამერიკა ავღანეთს თანდათან ტოვებს

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ჯარების ავღანეთიდან გასვლა 2-დან 6 პროცენტამდე დასრულდა.

მას შემდეგ რაც, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  11 სექტემბრის თავდასხმების წლისთავამდე  ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება, გასულ კვირას დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება.

 „პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან გაიყვანა დაახლოებით 60 C-17 თვითმფრინავი, ხოლო 1300 ცალი აღჭურვილობა გადაეცა თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტოს განადგურების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში „ახალი ატონიკის“ (New Atontik) სამხედრო ბაზა გადასცა ავღანეთის ეროვნულ არმიას. ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთიდან გასვლა 2-დან 6 პროცენტამდე დასრულდა და ეტაპობრივად გრძელდება“, ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები