მიანმარში დაღუპულთა რიცხვი 765-მდე გაიზარდა

მიანმარში ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 765-მდე გაიზარდა

1632645
მიანმარში დაღუპულთა რიცხვი 765-მდე გაიზარდა

მიანმარში ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 765-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები გრძელდება. იზრდება უსაფრთხოების ძალების შეიარაღებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვიც.

ქალაქებში პაკანტში, ვეტლეტში, მანდალაისა და ჰსიპავში ბოლო 24 საათში საპროტესტო აქციებზე კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 765-მდე, დაკავებულთა კი 3 ათას 555 მდე გაიზარდა. 1369 ადამიანის შესახებ დაკავების გადაწყვეტილებაა მიღებული.

გადატრიალების მოწინააღმდეგე ეთნიკური შეიარაღებული ჯგუფებიდან, კარენის ეროვნული კავშირის (KNU) ლიდერმა, ბავ კიავ ჰეჰმა განაცხადა, რომ 1 თებერვალს მომხდარი ამბოხის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაწყებული წინააღმდეგობა ეთნიკური ჯგუფებისთის დიდი შესაძლებლობაა და დაამატა: ეს შესაძლებლობა კარგად უნდა იქნას გამოყენებული და უნდა ვიბრძოლოთ სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ.“

ჰეჰმა, სამხედრო მმართველობისგან თავის დასახსნელად სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ერთად მოქმედებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, მიანმარის არმიამ განაცხადა, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოაწყო.

არმიამ, ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის და საგარეო საქმეთა მინისტრის აუნგ სან სუ ჩის თაოსნობით ბევრი უფლებამოსილი, მმსრთველი პარტიის ლიდერი დააკავა და ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება, დაკავებული მაღალჩინოსნების სამხედო სასამართლოში გასამართლების პროცესი კი გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები