იაპონიას თავს ქარიშხალი დაატყდა

იაპონიას თავს ქარიშხალი დაატყდა

1633017
იაპონიას თავს ქარიშხალი დაატყდა

 

იაპონიის პროვინცია შიზოუკაში ქარიშხალის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და 97 შენობა დაზიანდა.

პროვინცია შიზოუკას ქალაქ მაკინოჰარაში ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა, ფანჯრები ჩაამსხვრია, გაჩერებულ მანქანებს ადგილი შეუცვალა და ელექტრო ბოძები გადაიხარა.  

მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, ქარიშხლის შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო მსხვერპლი არ ყოფილა.

ადგილობრივი ელექტრო კომპანიის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით 3 ათას 200 აბონენტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.


საკვანძო სიტყვები: #ქარიშხალი , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები