ჟენევაში კვიპროსის საკითხზე კონფერენცია დასრულდა

გუტიერესი: „ვერ ვიპოვეთ საკმარისი საერთო ენა კვიპროსის პრობლემის მოგვარების ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.“

1630793
ჟენევაში კვიპროსის საკითხზე კონფერენცია დასრულდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ მათ ვერ იპოვეს საკმარისი საერთო ენა კვიპროსის პრობლემის მოგვარების ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.

გაეროს ხელმძღვანელობით, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში კვიპროსის მხარეებს და გარანტიორი ქვეყნების, თურქეთის, საბერძნეთისა და ბრიტანეთის მონაწილეობით 5 + 1 ფორმატის არაოფიციალური კონფერენციის ბოლო დღის სესია გაიმართა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, გუტიერესმა, კონფერენციის შემდეგ განაცხადა: „ვერ ვიპოვეთ საკმარისი საერთო ენა კვიპროსის პრობლემის მოგვარების ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.“

გუტიერესმა აღნიშნა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გააგრძელონ დიალოგი და დადებით შედეგებს მიაღწიონ კვიპროსის საკითხზე.

კვიპროსის არაოფიციალური კონფერენცია ჟენევაში, 5 + 1 ფორმატით, 27 აპრილს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #კონფერენცია , #კვიპროსი , #ჟენევა

მსგავსი ინფორმაციები