ახალი რეგულავია ინტერნეტში

პროვაიდერებმა 1 საათში უნდა წაშალონ ტერორისტული შინაარსის მესიჯები

1630487
ახალი რეგულავია ინტერნეტში

ევროპარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტში ტერორისტული შინაარსის მესიჯების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმწოდებელი პროვაიდერების მიერ ამგვარი შინაარსის ტექსტის ამოღებას ერთი საათის განმავლობაში. ევროკავშირის კომისიის მიერ მომზადებული ახალი რეგულაციით, ციფრულ პლატფორმებს უმოკლეს დროში მოუწევთ ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი მესიჯების მოხსნა ან დაბლოკვა, თანაც 1 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან სამართლებრივი რეგულაციების დარღვევის საფუძველზე. ევროკავშირის ქვეყნებმა ამის შემდეგ, თვით თავიანთი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობას უნდა მოარგონ ეს რეგულაციები. ეს კანონი  ევროკავშირის მასშტაბით სრულად ამოქმედდება მხოლოდ  ერთი წლის შემდეგ



მსგავსი ინფორმაციები