აღიარებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ჩკთრ-ს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?
აღიარებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ჩკთრ-ს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?
1628336

გაზეთი „The Sunday Express“-ი ბორის ჯონსონის მთავრობასთან ახლო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, 27-29 აპრილს კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით გასამართ არაოფიციალურ შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების საკითხს განიხილავს. ამავე ინფორმაციით, ბრიტანეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მხოლოდ მაშინ გადაიდგმება, თუ მხარეებს შორის შეთანხმებას ვერ იქნება მიღწეული.
გაზეთი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ იმ შემთხვევაში თუ ლონდონი ჩკთრ-ს ოფიციალურად აღიარებს, მაშინ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც დაიწყება.