ქალაქ ქუეტაში სასტუმროში აფეთქება მოხდა

ქალაქ ქუეტაში სასტუმროში აფეთქება მოხდა

1626183
ქალაქ ქუეტაში სასტუმროში აფეთქება მოხდა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ ქუეტაში სასტუმროში აფეთქება მოხდა. შედეგად ბოლო მონაცემებით 4 ადამიანი მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა და 12 დაშავდა.

უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაიით, აფეთქება წინასწარ დანაღმული ავტომობილით განხორციელდა.

მეორეს მხრივ, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აფეთქება იმ სასტუმროს ავტოსადგომზე მოხდა, სადაც პაკისტანში ჩინეთის ელჩი და მისი დელეგაციის წევრები იყვნენ გაჩერებული. მისივე თქმით, თავად დიპლომატი აფეთქების დროს სასტუმროს შენობაში არ იმყოფებოდა.

მეორეს მხრივ, რამაზნის (მარხვის) თვესთან დაკავშირებით პაკისტანში მყოფი, თურქეთის რელიგიურ საქმეთა ფონდის (TDV) წარმომადგენლები და სააგენტო ანადოლუს (AA) ჟურნალისტებიც ამ სასტუმროში იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად მცირედი მხოლოდ, სააგენტო ანადოლუს ჟურნალისტი რეჯეფ ბილექი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #სასტუმრო , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები