ამერიკა ავღანეთში ახლიდან აღარ შეიყვანს თავის ჯარებს

ამერიკული ძალების გაყვანა 1 მაისიდან დაიწყება

1624702
ამერიკა ავღანეთში ახლიდან აღარ შეიყვანს თავის ჯარებს

აშშ–ის თავდაცვის სამინისტოს (პენტაგონის) პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა რა კითხვას, აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ სიტუაციის გამწვავების შემთხევაში ახლიდან შეიყვანს თუ არა ამერიკა თავის ძალებს ამ ქვეყანაში, განაცხადა, რომ ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, გამორიცხულია, ახლიდან გააგზავნოს ანტიტერორისტული ჯარები ავღანეთში. ”ჩვენ ქაბულის მთავრობასთან არ გვაქვს რაიმე მოლაპარაკებები მომავალში ამ ქვეყანაში ანტიტერორისტული ძალების განლაგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რადგან ავღანეთში უკვე საკმარისი ადგილობრივი რესურსები არსებობს ტერორისტული საფრთხეების აღსაკვეთად,” განაცხადა კირბიმ. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 1 მაისიდან ავღანეთში განლაგებულ ყველანაირ ძალებს, მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანს



მსგავსი ინფორმაციები