ინგლისმა, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა

“მოვითხოვთ მის დაუყონებლივ განთავისუფლებას“

1623983
ინგლისმა, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იგი ღრმად არის შეშფოთებული პატიმრობაში მყოფი რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთისგან, "პოლიტიკური მიზეზებით" დაკავებული ნავალნის დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოითხოვა.  “ღრმად ვართ შეშფოთებული ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების გამო და მოვითხოვთ,  ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ნებართვა მისცენ დამოუკიდებელი ჯანდაცვის მუშაკებს“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში. რუსი ოპოზიციონერების ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, მისთვის ციხეში სამედიცინო დახმარების გაწევის თხოვნაზე უარის თქმის გამო, შიმშილობა დაიწყო.  როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას, წარსულში ჩადენილი კორუფციის საქმეზე გადავადებული 3.5 წლიანი პირობითი პატიმრობის, შინაპატიმრობაში გატარებული ვადაც გამოუთვალა და  მთლიანობაში 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა



მსგავსი ინფორმაციები