ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 180-ს გასცდა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 180-ს გასცდა

1623840
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 180-ს გასცდა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნუსა-ტენგარას პროვინცაში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 181-მდე გაიზარდა. ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 48 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშოებიც გრძელდება.

ამავე ინფორმაციით, წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ათასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ცნობისათვის, ინდონეზიაში სეზონური წვიმები, რომელიც მეწყერსა და ზვავს იწვევს, 5 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #წყალდიდობა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები