აფრიკა სურსათის დეფიციტს განიცდის

100 მილიონი ადამიანი, "კატასტროფული" კვების პრობლემის წინაშე დგას

1622512
აფრიკა სურსათის დეფიციტს განიცდის

 

წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ანგარიშის თანახმად, აფრიკაში 100 მილიონზე მეტი ადამიანი "კატასტროფული" კვების პრობლემის წინაშე დგას და საკვების პროდუქტების კრიზისის ზრდის ძირითადი ფაქტორები და მთავარი მიზეზებია კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტები, უსაფრთხოების პრობლემები, კალიების შემოსევები,  კლიმატური ცვლილებები, გვალვები, წყალდიდობები და ეკონომიკური პრობლემები. “მოკლედ, დღესდღეობით აფრიკაში 100 მილიონზე მეტი ადამიანი კვების კრიზისს განიცდის, რასაც დაემატა კორონავირუსის ეპიდემიის მიერ გამოწვეული პრობლემებიც. სასურსათო კრიზისს ყველაზე მეტად განიცდიან სამხრეთ სუდანის, სომალის, ეთიოპიის თიგრეის რეგიონის, ჩადის ტბის აუზის, ბურკინა ფასოს, მალისა და ნიგერიის მცხოვრებლები“, ხაზგასმულია IFRC-ის ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები