ყირგიზეთში გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი ჩატარდა

ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადავა

1619420
ყირგიზეთში გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი ჩატარდა

ყირგიზეთში გუშინ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზედაც წინასწარი დათვლების მიხედვით ამომრჩევლების 79,1%-მა დადებითი ხმა მისცა ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს ხელისუფლების უმაღლეს და ადგილობრივ ორგანოებში. რეფერენდუმზე აქტივობა დაბალი იყო და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 30,89 პროცენტმა. მოკლედ, დაახლოებით 6 მილიონნახევრიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, 3 მილიონ 600 ათასი რეგისტრირებული ამომრჩეველიდან მხოლოდ 1 მილიონ 25 ათასმა კაცმა მიაშურა საარჩევნო უბნებს. არაოფიციალური შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 79.1 პროცენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან ახალ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას



მსგავსი ინფორმაციები