აუსტინი ხვალიდან უცხოურ ტურნეს იწყებს

იგი ოთხ ქვეყანას ეწვევა

1617881
აუსტინი ხვალიდან უცხოურ ტურნეს იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ აუსტინი ხვალიდან უცხოურ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებში იგი ისრაელს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას ეწვევა რა, შეხვდება როგორც ამ ქვეყნების მთავრობის, ასევე უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლებს. პენტაგონის შეფის პირველი გაჩერება  ისრაელი იქნება, სადაც პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ ბენი განტს შეხვდება. აქედან იგი გერმანიას გადავა და შეხვდება თავდაცვის მინისტრს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს და კანცლერის მრჩეველს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერს. ამერიკელი მინისტრი ბერლინიდან  ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელში გაფრინდება და ნატოს შტაბ-ბინაში  ჯერ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, შემდეგ კი ბელგიელ კოლეგა ბენ უოლესს. აუსტინის ბოლო გაჩერება ლონდონი იქნება



მსგავსი ინფორმაციები