ტუნისი, ევროკავშირს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

ტუნისი, ევროკავშირს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

1615841
ტუნისი, ევროკავშირს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

ტუნისმა, ევროკავშირს მოუწოდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე, რაც საფუძვლად უდევს არალეგალური იმიგრაციის ფენომენს.

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა ოფიციალური ვიზიტით ამ ქვეყანაში ჩასულ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის პრესცენტრიდან შეხვედრასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ტუნისსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ეკონომიკის, უმაღლესი განათლებისა და ტექნოლოგიის სფეროებში და ასევე ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეფექტის წინააღმდეგ ბრძოლა. ამავე ინფორმაციით, კაის საიდმა, შარლ მიშელს მოუწოდა, რომ  შეიმუშაონ ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე, რაც საფუძვლად უდევს არალეგალური იმიგრაციის ფენომენს.


საკვანძო სიტყვები: #მოწოდება , #ევროკავსირი , #ტუნისი

მსგავსი ინფორმაციები