იემენი, თურქეთის დამოკიდებულებას დადებითად აფასებს

იემენი, თურქეთის დამოკიდებულებას დადებითად აფასებს

1615839
იემენი, თურქეთის დამოკიდებულებას დადებითად აფასებს

იემენის შურას საბჭოს (საკონსულტაციო საბჭო) პრეზიდენტი ბინ დაღრი, თურქეთის მხრიდან იემენის მიმართ მხარდამჭერ პოზიციას დადაებითად აფასებს.

იემენის ახალი ამბების სააგენტოს SABA-ს ცნობით, ბინ დაღრიმ მათ ქვეყანაში  მოვალეობის შემსრულებელი თურქეთის ელჩი, ფარუქ ბოზგოზი, როელსაც მოვალეობა ამოეწურა და სამშობლოში უნდა დაბრუნდეს,  საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იქნა განხილული რა, ბინ დაღმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან იემენისადმი გამოჩენილი მხარდამჭერი პოზიციით კმაყოფილები არიან.  

შეგახსენებთ, რომ იემენში, სადაც დიდი ხანია პოლიტიკური არასტაბილურობაა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, 2014 წლიდან მოყოლებული დედაქალაქ სანას და სხვა ზოგიერთ რეგიონებს აკონტროლლებენ.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოალიციური ძალები კი  2015 წლის მარტიდან მხარს უჭერენ იემენის მთავრობას, ჰუსიტების წინააღმდეგ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები