ბანგლადეშში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

არის მსხვერპლიც

1613710
ბანგლადეშში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ბანგლადეშში, მიანმარის საზღვართან მდებარე როჰინჯა მუსლიმების ბანაკის სიახლოვეს მდებარე ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი დაიღუპა.  დილის საათებში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა 20-ზე მეტი მაღაზია. გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიდმინარე წლის 23 მარტს ბანგლადეშში, მიანმარის საზღვართან მდებარე ბალუჰალის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც როჰინჯა მუსლიმები არიან განთავსებული,  გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ბაზარი , #ბანგლადეში

მსგავსი ინფორმაციები