აქტუალური თემის ანალიზი 65

თურქეთის დაზვერის საზღვრისიქითა ოპერაციები

1608761
აქტუალური თემის ანალიზი 65

 

თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია MIT-მა, ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ ბოლო წლებში მასშტაბური ოპერაციები ჩაატარა თურქეთის საზღვრების ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში. ამ კონტექსტში ყურადსაღებია ასევე ჩრდილოეთ სირიაში პკკ-ას სირიულ ფრთად წოდებულ PYD/YPG-ს წინააღმდეგ ოპერაციებიც, რომელსაც ანკარა ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. ამ ახლო ხანებში კი თურქეთის დაზვერვამ ხსენებულ რეგიონში დააკავა PYD-ს ე.წ. ბრიგადის მეთაური, წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი "შეიხ გუი", კოდური სახელით იბრაჰიმ ბაბათი, რომელიც თურქეთში იქნა ჩამოყვანილი და აქ გასამართლდება. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია თურქეთის დაზვერვის შესაძლებლობებისა და თავდადებული მუშაობისა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

თურქეთი ერთის მხრივ აგრძელებს არსებობას რთულ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ერთმანეთში ირევა ღრმა და დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ ყელანაირად ცდილობს ამ გამოწვევების ისე მოგვარებას, რომ ვინმეს არ დარჩეს მის მიმართ რაიმე პრეტენზიები. მოკლედ,  თურქეთი თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად ეფექტურად იყენებს ყველა ინსტრუმენტს. ამ საქმეში კი, რბილი ძალის ინსტრუმენტების, ე.ი.  დიპლომატიისა და სამხედრო შეკავების გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე დაზვერვის ეფექტურ მუშაობასაც. სწორედ ამ კონტექსტში განვითარდა თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის, MIT-ის შესაძლებლობები, რომელიც ერთდროულად ებრძვის როგორც თურქეთისადმი წაყენებულ უსამართლო ბრალდებებს და აბათილებს მათ, ხოლო მეორეს მხრივ წარმატებულად აგვარებს მრავლად არსებულ რეგიონალურ თუ საერთაშორისო გამოწვევებსაც 

2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ანკარამ უსაფრთხოების ახალი დოქტრინა შექმნა და მის ფონზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა MIT–ში, რითაც ამ ორგანიზაციის შესაძლებლობები და ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაიზარდა ამ ორგანიზაციის ადამიანური რესურსები და ასევე მომარაგებულ იქნა უახლოესი ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობებით, რამაც მას დიდი და მნიშვნელოვანი ოპერაციების ჩატარების საშუალება მისცა არა მხოლოდ თვით თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ერაყსა და სირიაშიც 

სწორედ MİT-ის სადაზვერვო ინფორმაციების საფუძველზე მოხდა ისეთი მასშტაბული ოპერაციების წარმატებით განხორციელება ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში, როგორებიც არის “ევფრატის ფარი“, ზეთისხილის რტო“, “გაზაფხულის წყარო“, სადესანტო გადასროლები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ოპერაციებმა ჯერ ერთი სტაბილურობა მოუტანა ხსენებულ რეგიონებს, მეორეც, შეიძლება ითქვას, რომ MIT–მა ხერხემალი გადაუტეხა ტერ-ორგანიზაცია PKK–ს, რომლის ე.წ. უმაღლესი დონის მაღალჩინოსნები თუ საველე მეტაურები ჯერ გაშიფრა და შემდეგ გაანეიტრალა 

ბოლო ოპერაციის დროს კი, თურქეთის დაზვერვის თანამშრომლები სირიის ტერიტორიაზე 50 კმ-ის სიღრმეში შევიდნენ და ქალაქ რაკკის მახლობლად ხელთ იგდეს PKK/KCK-ს სირიული ფრთა PYD/YPG-ს ბრიგადის მეთაური "შეიხ გუი", კოდური სახელით იბრაჰიმ ბაბატი, რომელიც გაკოჭილი ჩამოიყვანეს თურქეთში და MIT–მა ამით   ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია მიიწერა. შეიხ გუისგან მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე კი განადგურდა PKK-ს მრავალი აქამდე უცნობი უჯრედი და საერთოდ, ამ ტერ-ორგანიზაციამ მეტად დიდი დარტყმა მიიღო. ეფექტური სტრატეგიის ფარგლებში, პკკ-ას ე.წ. ლიდერების კომიტეტისა და საველე მეთაურების ზოგიერთი წევრის განეიტრალებამ, სეპარატისტების საორგანიზაციო და კონტროლის სტრუქტურა შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად დაანგრია, ხოლო ამის პარალელურად მათი მოქმედების არეალი და საერთო შესაძლებლობებიც მინიმუმამდე დაიყვანა. 

საბოლოო ჯამში, თურქეთი იზრდება როგორც მძლავრი შემაკავებელი ძალა რეგიონში, რასაც ხელი შეუწყო მისი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის, MIT-ის წარმატებულმა საზღვრისიქითა ოპერაციებმა, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები