ნიკოლას მადუროს ვაქცინის საფასურის ნავთობით გადახდა სურს

ნიკოლას მადუროს ვაქცინის საფასურის ნავთობით გადახდა სურს

1611068
ნიკოლას მადუროს ვაქცინის საფასურის ნავთობით გადახდა სურს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ იგი მზადაა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცის საფასული ნავთობით გადაიხადოს. მან ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვენესუელა მუშაობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მექანიზმის ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით და ასევე იმ სახსრების საშუალებით აწარმოოს, რომლებიც, სანქციების გამო, საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებზე გაყინულია.

„ვენესუელას ნავთობი აქვს და ამ ნავთობის კლიენტიც ჰყავს. მზად ვართ, კოვიდ-19-ის ვაქცინის საფასური ნავთობით გადავიხადოთ,“ განაცხადა მადურომ.

ცნობისათვის, დღემდე ვენესუელას ვაქცინები ჩინეთისგან, „სინოფარმის“  500 ათასი დოზა და  რუსეთისგან „სპუტნიკ V“-ს 100 ათასი დოზა  აქვს მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები