მიანმარში საპროტესტო აქციებზე მინიმუმ 510 ადამიანია დაღუპული

მიანმარში საპროტესტო აქციებზე მინიმუმ 510 ადამიანია დაღუპული

1611108
მიანმარში საპროტესტო აქციებზე მინიმუმ 510 ადამიანია დაღუპული

მიანმარში სამხედრო გადატრიალებისა და არჩეული მთავრობის წევრების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების უსაფრთხოების ძალების მიერ იარაღის ძალით დაშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 510-მდე გაიზარდა.

მიანმარის პოლიტიკური პატიმრების დახმარების ორგანიზაციის (AAPP) მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათში კიდევ 51 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რიცხვი მინიმუმ 510-ია.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2 ათას 574 ადამიანი დაკავებულია და 120 ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება არსებობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 27 მარტიდან დღემდე დაღუპულებიდან 14 ბავშვი და ერთი პოლიციელია, რომელმაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

მიანმარის არმიამ, 2020 წლის 8 ნოემბერს არჩევნების გაყალბების ბრალდებების წამოყენებისა და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდის შემდეგ 1 თებერვალს ძალაუფლება ხელში აიღო.

არმიამ, ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის და საგარეო საქმეთა მინისტრის აუნგ სან სუ ჩის თაოსნობით ბევრი უფლებამოსილი და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი დააკავა და ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მიანმარის მოსახლეობამ დემოკრატიის დაბრუნების მოთხოვნით 6 თებერვალს დემონსტრაციები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #მიანმარი

მსგავსი ინფორმაციები