ჩინური გემები იაპონიის ტერიტორიულ წყლებში  შევიდნენ

ჩინურმა გემებმა წელს 11 ჯერ დაარღვიეს იაპონიის საზღვაო საზღვრები

1610397
ჩინური გემები იაპონიის ტერიტორიულ წყლებში  შევიდნენ

ორი ჩინური სანაპირო დაცვის გემი, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო სენკაკუს კუნძულების მახლობელ იაპონიის ტერიტორიულ წყლებში  შევიდნენ. იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოქმედი ოკინავას პროვინციის ნაჰას რაიონის მე-11 ოლქის სანაპირო დაცვის შტაბის ცნობით, ჩინეთის კუთვნილმა გემებმა დაარღვიეს ქვეყნის ეროვნული ტერიტორიული წყლები. გემები ადგილობრივი დროით 04:00 საათზე, საკამათო სენკაკუს კუნძულების გარშემო ცურავდნენ რა, დაახლოებით 04.20 საათზე უკვე 20 კმ-ში მიუახლოვდნენ მინამი-კოჯიმას კუნძულის სამხრეთ ნაწილს, რის კვალდაკვალ, იაპონიის სანაპირო დაცვამ გააფრთხილა ჩინეთის გემები, რომ დაეტოვებინათ ხსნებული ტერიტორიები. იაპონური საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ას ცნობით, ჩინეთის ოფიციალური გემები წელს იაპონურ ტერიტორიულ წყლებში 11 ჯერ შევიდნენ



მსგავსი ინფორმაციები