იაპონია შაბათს კვლავ ძლიერ შეირყა

6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 9 კაცი დაშავდა

1605752
იაპონია შაბათს კვლავ ძლიერ შეირყა

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ს ცნობით, შაბათს, 20 მარტს, ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე მიაგის პროვინციის ტოჰოკუს რეგიონში მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ამავე ცნობით, რეგიონში მდებარე ბირთვულ ელექტროსადგურებში რაიმე ანომალია არ დაფიქსირებულა. მიწისძვრა შაბათს, ადგილობრივი დროით 18.09 საათზე, მიაგის პროვინციაში, 60 კილომეტრის სიღრმეში მოხდა და იგი იგრძნეს ტოჰოკუს, აომორის, ივატეს, ფუკუშიმას, აკიტას და იამაგატას პროვინციებშიც. ადგილობრივი მასმედიის თანახმად, მიწისძვრის შემდეგ გაცემული ცუნამის შესახებ გაფრთხილებები, ცოტა ხნის შემდეგ მოიხსნა.



მსგავსი ინფორმაციები